ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავირებით განაცხადა.
„ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას ამ ქვეყანაზე. მოგებული არჩევნები მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა. დღევანდელი დღის სტრატეგია იქნება ძალიან მარტივი და მკაფიო. 17:00 საათზე შეკრება სადგურის მოედანზე შედგება, საიდანაც მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დავიძრებით, უკვე 19:00 საათზე კი მოქალაქეებს ველოდებით საქართველოს პარლამენტთან. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შემოურთდნენ მსვლელობას“,- განაცხადა კუპრაძემ.