თენგოს, გრიგოლის და სხვა ტოპტვინების შემდეგ იმედი გადაწურული ჰქონდათ და ჰოი, საოცრებავ, აღმოაჩინეს, თურმე საქართველოში პარტიები არიან დაკავებული პარტიული სამუშაოთი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნოდ ამომრჩეველთა მობილიზება საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია.
“რა ხდება სინამდვილეში – ცნობილი სიუჟეტით, რომელსაც მთელი ოპოზიცია სიხარულით შეხვდა, ვინაიდან თენგოს, გრიგოლის და სხვა ტოპტვინების შემდეგ იმედი გადაწურული ჰქონდათ, რა აღმოაჩინეს – ჰოი, საოცრებავ, თურმე საქართველოში პარტიები არიან დაკავებული პარტიული სამუშაოთი. და საარჩევნოდ, უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს, რომ იცოდე და იცნობდე შენს ამომრჩეველს. მეორე – უზრუნველყო, რომ შენი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არაერთხელ ვთქვით, რომ არათუ საქართველოში, ამას აკეთებს ყველა პარტია აკეთებს, ვისაც ამისი რესურსი აქვს და თავი პარტიად მიაჩნია. ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ამაზე ტრენინგებსაც კი ატარებდა „აიარაი“ თუ „ენდიაი“.
წარმოგიდგენთ სახელმძღვანელოებს. პირველი გახლავთ „ენდიაის“ სახელმძღვანელო საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით. 350-გვერდიანი სახელმძღვანელოა, ძალიან დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შეადგინო სიები, ბაზები ამომრჩევლების, როგორ უნდა დაყო ისინი შენს მომხრეებად, მოწინააღმდეგეებად, გადაუწყვეტელებად. როგორ უნდა გქონდეს მათთან კავშირი და კომუნიკაცია, მათ შორის რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო. ამ სახელმძღვანელოში საუბარია, რომ ამომრჩევლის სიყვარული საკმარისი არ არის, თუკი მათ მხოლოდ სახლიდან უყვარხართ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად კარგი შედეგი გაქვთ კვლევებში, თუკი თქვენი ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე. ასევე ამბობს, რომ გადაამოწმეთ, მისცეს თუ არა ხმა და დაარწმუნეთ, მივიდნენ ხმის მისაცემად, თუკი ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. პირდაპირ აღწერილია მთლიანად პროცესი, დეტალურად და ვსაუბრობდით ამაზე, რომ არა მხოლოდ ჩვენ, ყველა პარტიას ამ ქვეყანაში მიუღია მონაწილეობა ამგვარ ტრენინგებში, სემინარებში, სადაც ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შედგეს ბაზები, რა ინფორმაცია უნდა იყოს მასში. უფრო მეტი ინფორმაციაა რეკომენდირებული, ვიდრე ამ გავრცელებულ სიებში არის. შემდეგ როგორ უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, როგორ უნდა გადამოწმდეს არჩევნების დღეს, იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე. შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ასევე გახლავთ „აიარაის“ სახელმძღვანელო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით და აქაც ვნახავთ ასეთ ციტატებს: „გადამწყვეტია ის მხარდამჭერი, რომელიც ხმას აძლევს. თქვენი შრომა შეიძლება დაიკარგოს, თუ არ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. შეადგინეთ ამომრჩევლების თქვენი საკუთარი მონაცემთა ბაზა. სახელი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.“. მთელი სიაა ჩამონათვალის, რა უნდა იყოს ამ ბაზაში მესამე – არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდით ყველა მხარდამჭერს და შეახსენეთ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. მეოთხე, არჩევნების დღეს მიაკითხეთ და დაეხმარეთ, რომ მივიდნენ უბანზე, მათ შორის ტრასნპორტირებით და ა.შ.“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.