გუშინ "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტები კიდევ ერთხელ და უტყუარად ადასტურებს იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებელია საგანგებო საერთაშორისო მისიის მიერ ჩადენილი სპეცოპერაციის და არჩევნების მიტაცების ფაქტების გამოძიება, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტებმა კიევ ერთხელ ცხადყო, რომ "ოცნებამ" 26 ოქტომბერს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც რუსეთის ჩარევის კვალს ატარებს.
„გუშინ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტები კიდევ ერთხელ და უტყუარად ადასტურებს იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებელია საგანგებო საერთაშორისო მისიის მიერ ჩადენილი სპეცოპერაციის და არჩევნების მიტაცების ფაქტების გამოძიება. ამ სიუჟეტებში მრავლობითი სქემებია ახსნილი სწორედ იმ დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, რომლებზეც ჩვენ, "ძლიერი საქართველო" ვსაუბრობდით პირველივე საათებში, როდესაც ნათელი გახდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცა რუსმა ოლიგარქმა რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით და გააყალბა ქართველი ხალხის ნება.
ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ატარებს რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს საქართველოს არჩევნებში და რომელიც ატარებს მრავლობითი დანაშაულის ნათელ კვალს, ამას სჭირდება საერთაშორისი საგანგებო გამოძიება. ეს ვერ და არ იქნება გამოძიებული "ქართული ოცნების" ჯიბის პროკურატურის მხრიდან ორი მიზეზის გამო, პირველი, ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ ნათელია, რომ მათ ჰქონდათ დაუსჯელობის აბსოლუტური გარანტია და განცდა ამისა. სხვა შემთხვევაში იმ დანაშაულებრივ სქემაში არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მონაწილეობას არ მიიღებდა იმიტომ, რომ ნათელია, ისინი მრავლობითად არღვევდნენ კანონს და მონაწილეობდნენ დანაშაულში. რომ არ ჰქონოდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, უმთავრესად ორგანიზატორებს, ამ დაუსჯელობის სრული განცდა და გარანტია ხელისუფლებისგან მინიჭებული, ისინი ამ სქემაში მონაწილეობას რა საკვირველია არ მიიღებდნენ. ამიტომ, ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ქვეყანაში არსებობს არის სწორედ სამართალდამცველი უწყებების პასუხისმგებლობა მათ შორის პროკურატის, რომელიც წლებია არ იძიებს საქმეებს და არათუ არ იძიებს საქმეებს, დაკავებულია მათი ჩაფარცხვით და მტკიცებულებების გაქრობით მნიშვნელოვანი სამქეებიდან. მეორე, რომ ჰქონოდა საქართველოს პროკურატურას სურვილი და რეალური ნება არჩევნებთან დაკავშირებით მრავლობითი გაყალბების და დანაშაულების გამოძიების, მას არ დასჭირდებოდა საგამოძიებო სიუჟეტი, არ დაასწრებდა პროკურატურას და ის თავად მიიღებდა იმ ზომებს, რომელთა მიღებაც მას ევალება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმ მოთხოვნას, რომელსაც აყენებს "ძლიერი საქართველო" და რომელსაც აყენებს არაერთი სხვა პროდასავლური პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება ქართველი ხალხის ნების, რუსეთის ჩარევით, დაკვეთით და "ქართული ოცნების" მიერ აღსრულებით ამიტომ, ამას სჭირდება საგანგებო საგამოძიებო მექანიზმი საერთაშორისო მისია. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის ფაქტებს და დაადგენს მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად მიუკერძოებალდ, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების გარეშე.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ შეგროვებული გვაქვს ათობით მტკიცებულება რომელიც ადასტურებს არჩევნების მიტაცების ფაქტებს და იმას, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.