ლატვიის თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ შეიყვანეს იური ლუჟკოვი ლატვიის ხელისუფლების მიერ შედგენილ "შავ სიაში". ეს განცხადება არტის ჰაბრიკემ სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტთან კონსულტაცია არ მქონია. თუმცა შესაძლოა, ლუჟკოვის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი საკითხი კანონიერი გზით უნდა წყდებოდეს. კანონის წინაშე ყველა ერთიანად თანასწორია",_განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ოფიციალურმა რიგამ ქვეყნისთვის არასასურველ პირად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ლუჟკოვმა ლატვიის ხელისუფლებას ქვეყანაში ცხოვრების უფლება სთხოვა.
ლატვიის მხარის განმარტებით, ლუჟკოვი ევროპის მოქალაქეობას არ იმსახურებს.