დასავლეთში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენას ვერ შეძლებდა და საჭირო გახდებოდა ემიგრაციაში მყოფი მთავრობის შექმნა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ არხ "1+1"-ს განუცხადა.
კულებას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა შეჭრამდე განაცხადა, რომ ლეგიტიმური ძალაუფლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილში შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო და ეს ოპტიმისტური სცენარი იყო.
მისი თქმით, ეს იყო არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ყველა პარტნიორის კონსოლიდირებული პოზიცია.
„ვარშავაში ყოფნისას სხვა ადამიანმა დამირეკა და მითხრა: „ნუ წახვალ [უკრაინაში], იქ მოგკლავენ. თქვენი ხმა კი დასჭირდება უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად, თქვენ იმოგზაურებთ მთელ მსოფლიოში და ქვეყნებს უკრაინის მხარდასაჭერად მოიზიდავთ“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
როდესაც ვუპასუხა, რომ სახლში ვბრუნდებოდი, ერთ-ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, უკრაინის დიდმა მეგობარმა შემომთავაზა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველი შემთხვევისათვის ვიდეოანდერძი ჩაეწერა“.