ნიკა გვარამიას ზუსტი ინფორმაცია აქვს, რამდენი კარავი ექნება, ვინ მიჰყიდის, საიდან შემოიტანს, რა თანხით შემოიტანს და გაშლის ამ კარვებს რუსთაველის პროსპექტზე. შედეგს ვერ მიაღწევს, მაგრამ იმედი აქვს, იქნებ დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს, რომელიც მოიტანს დაძაბულობის ისეთ ხარისხს, როდესაც სისხლი დაიღვრება ან გარკვეული აგრესიული ქმედებები მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამოცანა ერთადერთია, შედეგს ამით ვერ მიაღწევს, მაგრამ იმედი აქვს, იქნებ დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს, რომელიც მოიტანს დაძაბულობის ისეთ ხარისხს, როდესაც სისხლი დაიღვრება ან გარკვეული აგრესიული ქმედებები მოხდება, ისევე როგორც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის დროს, ამის იმედი აქვს. ჭკუათმყოფელი ადამიანი არ არსებობს – არც მათი მხარდამჭერებიდან – რომელიც მხარს დაუჭერს ქვეყნის დესტაბილიზაციას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ,
„ასეთ ვითარებაში, როდესაც არჩევნები ჩატარდა, როდესაც მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, არჩევნების გაყალბებაზე რომ ილაპარაკოს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, მათ მოსაზრებებს სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ეს ერთი საკითხია; და მეორე, იქნებ რუსული თემით გავიდნენ ფონს, მოახდინონ სახელმწიფო წყობილების შერყევა, დამხობა და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. ყველაზე ცუდი და ამაზრზენი ისაა, რომ ამ ომის და საერთაშორისო დაპირისპირების“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.