მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან", - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა.
"აშშ დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამიტომ შეშფოთებული ვარ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, მათ შორის „რუსული კანონების“ მსგავსი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცეს ზღუდავს.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ მიიჩნიეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაიწყოს დაუყოვნებელი, ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.