სახალხო დაკვეთა არის არჩევნების გაუქმების, მისი შედეგების გაბათილების და ახალი არჩევნების ჩატარების - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას. ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაუქმდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს გაიმარჯვებს, ეს ქართული ოცნება არ იქნება. სახალხო დაკვეთა არის არჩევნების გაუქმების, მისი შედეგების გაბათილების და ახალი არჩევნების ჩატარების. ხელისუფლება რომ შეიცვლება ჩატარდება გამოძიება. თუ ახლა ვინმეს ახლა უნდა გამოძიება მხარს დავუჭერთ, ოღონდ საერთაშორისო ეგიდით, ისევე როგორც არჩევნები ჩვენი აზრით უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.