ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრები მერიის წინ გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ბათუმში 1 თებერვლიდან სამარშუტო ხაზების შემცირება იგეგმება, რასაც მძღოლების პროტესტი მოყვა. ისინი საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის საშიშროებაზე საუბრობდნენ და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
,,ამ ადამიანების უკან ოჯახები დგას, რომელთაც ულუკმაპუროდ დარჩენა ემუქრებათ. აუცილებელია ხელისუფლებამ მძღოლებთან მოლაპარაკებები გამართოს და საბოლოო კონსესუსამდე მივიდესგამოინახოს ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი. ჩვენი მხრიდან მერიას ვთავაზობთ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე მძღოლების შერჩევისას უპირატესობა სწორედ ამ ადამიანებს მიანიჭოს"- განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ,,ბათუმის" თავმჯდომარემ ნაზი ქობულაძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების და "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.