პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს
“საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს”, - წერს X-ზე სიკორსკი.
შეგახსენებთ, დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხვალ 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტეტსო აქცია დააანონსა.