დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.
ბორის ჯონსონი X-ზე წერს, რომ იგი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც საკუთარ თავისუფლებას და მომავალს იცავს.
„საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა.
მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს", - წერს ბორის ჯონსონი.