"საქართველოში ეგზიტპოლებთან დაკავშირებით კარგი ამბები მოდის. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგები", - წერს ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი X-ზე.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხმების 51.9% მიიღო, ქართულმა ოცნებამ - 40.9%.
მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული HarrisX-ის კვლევის მიხედვით კი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად ხმების 48% მიიღო, ქართულმა ოცნებამ კი - 42%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.