„დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ იზოლაციას უარი ვუთხარით და ამ გამარჯვებას აუცილებლად ჩავაბეტონებთ ამ საღამოს ყველა საარჩევნო უბანზე.“- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ე.წ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
ვაშაძე ოპოზიციურ კოლეგა პარტიებს გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ კოალიციური მმართველობა საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს:
„გილოცავთ გამარჯვებას, ეს გამარჯვება არის ჩვენი, ეს გამარჯვება არის თქვენი ყველასი, სრულიად საქართველოსი. ეს გამარჯვება არის იმ ისტორიის დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს აქვს.
დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ იზოლაციას უარი ვუთხარით და ამ გამარჯვებას აუცილებლად ჩავაბეტონებთ ამ საღამოს ყველა საარჩევნო უბანზე.
მე მინდა მივულოცო ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს ყველას, ვინც ბარიერი გადალახა. მათთან ერთად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კოალუციურ მმართველობას ,რომელიც საქართველოს ევროკავშირში უსწრაფესად შეიყვანს. ჩვენს ქვეყანაში ყველანი ვიცხოვრებთ ღირსეულად. საქართველო სულ მალე ევროკავშირის წევრი გახდება. მინდა მივმართო იმ ადამინების დიდ არმიას, რომელიც საარჩვენო უბნებზე ახლაც იქ არიან, ახლა უმნიშვნელოვანესია დავიცვათ ყველა ხმა, ცხელი ხაზი მუშაობს, პროგრამები ჩართულია. ყველამ ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ყველა ხმა აბსოლუტურად იყოს დაცული.
უპირატესობა იმდენად დიდია, რომ “ ქართული ოცნება” ვერაფერს ვერ შეძლებს. მე ვფიქრობ, რომ ოცნების 40% ქვემოთ დაიწევს, როგორც კი ემიგრანტების და საარჩევნო უბნებზე არსებული ხმები დაემატება. გილოცავთ, წინ ევროპისკენ!“- განაცხადა ვაშაძემ.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დასრულებისთანავე, ტელეკომპანიებმა "იმედმა", "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
"იმედის" ეგზტიპოლი "გორბმა" ჩაატარა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• ქართული ოცნება - 56,1%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 11,6;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 12,6%;
• ძლიერი საქართველო - 7;
• გახარია საქართველოსთვის - 4,8;
• გირჩი - 3;
• პატრიოტთა ალიანსი - 2,2;
• სხვა - 2,7.
"მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა HarrisX-მა:
• ქართული ოცნება - 42%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 18%;
• ძლიერი საქართველო - 9%;
• გახარია საქართველოსთვის - 8%.
"ფორმულის" დაკვეთით კი ეგზიტპოლი ჩაატარა Edisson Research-მა:
• ქართული ოცნება - 40,9%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%;
• ძლიერი საქართველო - 10,3%
• გახარია საქართველოსთვის - 8,2%;
• გირჩი - 2,3%;
• პატრიოტთა ალიანსი - 2%;
• ლეიბორისტული პარტია - 2%;
• სხვა - 0,9%.