კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია აცხადებს, რომ ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე კოალიციის წევრ დავით ჩქოტუას სცემეს.
სამუშიას თქმით, ჩქოტუა საოლქო კომისიის წარმომადგენელია და მას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მისცეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს ასეთი უპრეცედენტო აქტიურობისთვის. ეს უპრეცედენტო აქტიურობა არის რუსული ხელისუფლებისთვის განაჩენი, ეს მათ იციან. არ მოაკლოთ აქტიურობა. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე დარღვევებს ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის საოლქო კომისიის “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელზე, დათო ჩქოტუაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, ზეწოლა, ეს ადამიანი ნაცემია. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მე-9 უბანზე, ჩქოტუას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და არა ისე, რომ გამოძიება დაიწყონ და თაროზე შემოდონ. გამოძიება დაიწყოს და სავარაუდო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. არსებობს ამის ფაქტები და მტკიცებულებები,- განაცხადა სამუშიამ.