10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 9.27 პროცენტს შეადგენს, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 12.09 %, ყველაზე დაბალი კი გურიაში – 7.65%.
რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია – სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.23%, აჭარა – 7.81%, თბილისი – 10.07%, კახეთი – 10.05%, მცხეთა-მთიანეთი – 10.42%, ქვემო ქართლი – 8.47%, შიდა ქართლი – 9.66%, სამცხე-ჯავახეთი – 8.75%, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი – 12.09%, იმერეთი – 8.12%, გურია – 7.65%.
შეგახსენებთ, 2020 წელს, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო, 2016 წელს - 8.34% იყო, 2012 წელს - 10.66%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი:
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - N3;
„კოალიცია ცვლილებისთვის“– N4;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – N5;
„ევროპელი დემოკრატები“ – N6;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- N8;
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – N9;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“– N10;
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“– N12;
„შეცვალე საქართველო“ – N16;
„საქართველო“– N17;
„თავისუფალი საქართველო“– N20;
„ტრიბუნა“– N21;
„ჩვენ“ – N23;
„გახარია საქართველოსთვის“– N25;
„მემარცხენე ალიანსი“ - N26;
„ქართველ ერთობა“ – N27;
„გირჩი“ – N36;
„ქართული ოცნება“,– N41;
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართება ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლებია.
ცესკო-ს ცნობით, წელს პირველად მისცემს ხმას 135 922 ახალგაზრდა, რომელიც საარჩევნო ხმის უფლების მქონე გახდა.
პროპორციული წესით არჩეულ 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.