ხვალ, 18 იანვარს 11:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ბრიფინგი გაიმართება.
სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს შეუძლია მომსახურება გაუწიოს კერძო პირებსა და კომპანიებს ქონების რეალიზაციის პროცესში.
სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს განათავსონ ქონება ვებ გვერდზე www.eauction.ge 2011 წლის 1 მარტამდე უფასოდ.