ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ჩატარებულ აუქციონზე ერთო ობიექტი გაასხვისა.
სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი იყო ერთი ობიექტის ლიცენზია - ოზურგეთი, სოფ. გონებისკარის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვება.
ლიცენზია 92 400 ლარად შპს "ქროსროუდ მაინინგმა" 25 წლის ვადით შეიძინა.