ზუსტად 4 დღეში 26 ოქტომბერია და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა”- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ, “ძლიერი საქართველო”, არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო.
ივანიშვილი არის წარსული, “ძლიერი საქართველო” კი, საარჩევნო ნომრით 9 არის წარსულის რეალური ალტერნატივა, და, სწორედ, ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის.
ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ივანიშვილს ეშინია ჩვენი კოალიციის, მას ეშინია 9 ნომრის იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით ჩვენ “ძლიერი საქართველო” არ ვემსახურებით ოკუპანტის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესებს. მას ეშინია ჩვენი იმიტომ, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებსაც ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს და ამავე დროს, ზუსტად ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უნდა გავხადოთ ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ უნდა შევქმნათ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული სიბერე.
აი, ამიტომ ეშინია მას განსაკუთრებით ჩვენი “ძლიერი საქართველოსი”, რომელიც არის წარსულის რეალური ალტერნატივა. ზუსტად 4 დღეში არის 26 ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა.” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.