აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების სწრაფი განახლების იმედი არ აქვს.
ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. იუწყე ბა CNN.
კირბის თქმით, თეთრი სახლი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მალე განახლდება.
”მე არ შემიძლია დღეს აქ დავჯდე და გითხრათ, რომ მოლაპარაკებები განახლდება დოჰაში, კაიროში ან სხვაგან ამ საკითხთან დაკავშირებით,” - თქვა მან.
კირბიმ დასძინა, რომ აშშ--ს ოფიციალურ პირებს ჰქონდათ „პირველადი საუბარი“ ისრაელელ კოლეგებთან და „აგრძელებენ დიპლომატიურ ინტენსიურ ჩართვას იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის გზის პოვნის მიზნით“.
შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა ”ძლიერი სურვილი, დაინახოს, რა შეიძლება გაკეთდეს დიპლომატიური გზის მოსაძებნად მძევლების სახლში დასაბრუნებლად”, - დასძინა მან.