ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ, აშკარა გარე ჩარევის მიუხედავად, მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს არის სიგნალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას ევროპული გზისკენ და საჭირო რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც გარდაქმნის თქვენს ქვეყანას. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას და იმუშაოს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ყველას კეთილდღეობისთვის“, – აცხადებს მიშელი.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ მოლდოვაში ევროინტეგრაციის მომხრეა 50,46%, ხოლო 49,54% – წინააღმდეგი.