მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტინების 100 პროცენტი დათვლილია.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ამომრჩეველთა 42.45%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 25.98-მა პროცენტმა.კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამომრჩევლის 50,46%-მა მხარი ევროინტეგრაციას დაუჭირა, 49,54%-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.