ორშაბათს, 21 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ოსტინს კიევში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი შეხვდა.
„მეოთხედ ვბრუნდები უკრაინაში როგორც თავდაცვის მდივანი, რათა ვაჩვენო, რომ აშშ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – წერს ოსტინი.
ოსტინი გეგმავს შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, რათა განიხილონ უკრაინის იარაღის საჭიროება. იგეგმება ასევე მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდაჭერას მომავალი წლის განმავლობაში.