"სამწუხაროა, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს, - ამის შესახებ თბილისის მერია წერს.
მერია ზღვისუბნის პარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს ეპატიჟება და პარალელურად ჯგუფ მგზავრების” მიერ კონცერტში მონაწილეობაზე უარს ეხმიანება.
„20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.
მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცევა.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება.
სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.
ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, - წერს მერია.
შეგახსენებთ, მანამდე “მგზავრებმა“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზღვის უბნის პარკს გახსნას აღარ იმღერებდა.
„მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუმებულია.
საქართველოს მომავალი ევროპაშია “, - დაწერა “მგზავრებმა“ სოციალურ ქსელში.
უფრო ადრე კი თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვის უბნის პარკს გახსნის, ცერემონიას კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი “მგზავრები“.