მეედიის ცნობით, ცნობილ კანადელ მომღერალს ჯასტინ ბიბერს რეპერ ფი დიდის დანაშაულების გახმაურების შემდეგ ფსიქოემოციური მდგომარეობა გაუუარესდა.
როგორც ცნობილია, შონ კომბსს (ფი დიდის) ბრალი ედება ადამიანებით ვაჭრობასა და 120-ზე მეტი ადამიანის მიმართ ძალადობაში. დაზარალებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. გავრცელებული ხმებით, შესაძლოა, ბიბერიც იყოს რეპერის ერთ-ერთი მსხვერპლი. თავად ჯასტინი ამ ინფორმაციას ჯერ არც ადასტურებს და არც უარყოფს.
თუმცა, როგორც Us Weekly საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მომღერლის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, რადგან სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მას შემდეგ რაც რეპერ ფი დიდის დანაშაულები გახმაურდა, 30 წლის ბიბერი საჯაროდ არ გამოჩენილა.
ინსაიდერების თქმით, ახლა, ის დეპრესიაშია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
„ჯასტინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მძიმე მდგომარეობაშია, მას დიდი ხნის ისტორია აქვს ფი დიდისთან .და ის ბრალდებები, რომლებიც მას მიეწერება, ჯასტინისთვის ძნელი გასაცნობიერებელია, - თქვა ერთ-ერთმა ინსაიდერმა.
აღნიშნულია, რომ ჯასტინს ახლობლებმა ურჩიეს, თავი აარიდოს და არ ჩაეროს სკანდალში. თავად ჯასტინი ზიზღს განიცდის ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება. მედიის ცნობით, ვარსკვლავი სავარაუდოდ, არ გააკეთებს კომენტარს ფი დიდის დანაშაულებზე, რადგან არ სურს წარსულის გახსენება და ძველ ტრავმებთან დაბრუნება.
ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი, ცნობილი როგორც ფი დიდი, ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებით სექტემბერში დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ცოტა ხნის წინ რეპერი სექსუალურ ძალადობაში კიდევ ექვსმა ადამიანმა დაადანაშაულა.