აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს და „დაასრულებს“ ომს უკრაინაში, ამიტომ შემდგომი დახმარების დამტკიცება საჭირო არ იქნება. ამის შესახებ მან Punchbowl News-ტან ინტერვიუში ისაუბრა.
შეკიკითხვაზე კონგრესში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის დამტკიცების შესაძლებლობის შესახებ, ჯონსონმა თქვა, რომ მას „არ აქვს სურვილი გააგრძელოს უკრაინის დაფინანსება და იმედი გამოთქვა, რომ ამის საჭიროება არ იქნება.
„თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ მჯერა, რომ ის ნამდვილად შეძლებს ამ კონფლიქტის დასრულებას. მე ნამდვილად მჯერა ამის. ვფიქრობ, ის დაურეკავს პუტინს და ეტყვის: საკმარისია“, - დასძინა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, ომი უკრაინაში არ დასრულდება „ ეს უიმედი და საშიში სცენარი იქნება“ - თქვა კონსონმა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაასრულებს და ამას ფიცის დადებამდეც შეძლებს. მისივე თქმით, კამლა ჰარისის გამარჯვების შემთხვევავში, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომიც კი დაიწყოს.