გერმანია გააგრძელებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას. ჩვენ ისრაელს ვაწვდიდით და კვალავაც მივაწვდით იარაღს. მალე იქნება ახალი მიწოდებ", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამართული დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანიას არ შეუწყვეტია ისრაელისთვის იარაღის მიწოდება.
შოლცმა უპასუხა ოპოზიციური კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის ფრიდრიხ მერცის ბრალდებას. მან განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობამ, სავარაუდოდ, უარი თქვა ისრაელში საბრძოლო მასალის შემდგომ ექსპორტზე და ამ ქვეყანაში ტანკების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ არ დაარღვევს ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს საიდუმლოების წესებს, თუმცა დასძინა, რომ არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ უახლოეს მომავალში კვლავ იქნება იარაღის მიწოდება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.