აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე უნდა დასანქცირდეს.
კრამერმა "ტვ პირველის" გადაცემა "წითელი ხაზისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ძირითადი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა უნდა იყოს.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეუძლია და გააკეთებს, ეს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სანქცირებაა. ძირითადი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მე ამაზე მაქვს დიდი ხანია დებატები, დიდი ხანია ამის დროა, მე არ ვიცი, ეს არჩევნებამდე თუ არჩვნების შემდეგ მოხდება, თუმცა ჩემი აზრით, არჩვნების შემდგე გვიანი იქნება.
ეს არის ძირითადი ნაბიჯი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა გადადგას. ჩვენ დაგვსანქცირებია სხვა პიროვნებები, ჩვენ შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები, დახმარება საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროკავშირმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები. მიმაჩნია, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ. ვფოქრობ, რომ ამას ექნება ზეგავლენა და გაგზავნის სიგნალს, რომ კმარა, ჩვენ აღარ გვინდა მისი ავტორიტარული, პრორუსული მიმართულება, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგება ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს, რომელიც პროდასავლური და პროდემოკრატიული რჩება"- განაცხადა კრამერმა.