ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს შემდეგ ვადაში პრეზიდენტი, თუმცა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლდიერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
„არაფერს არ გამოვრიცხავ, საქართველოში. იმდენად საინტერესო ქვეყანა ვართ, ვიცი, რომ ქალბატონ სალომეს, როდესაც იყო საუბარი, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ იგი გახდეს შემდეგ ვადაში პრეზიდენტი, მსგავს თემაზე ჩვენ საუბარი არ გვქონია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ტარდება პირველი პროპორციული არჩევნები. ადამიანებმა უნდა აირჩიონ პროგრამით, ეს პროცესი თუ არ გავიარეთ ჩვენ ფრთხილად და მშვიდობიანად, წინ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ კი არ გვიდგას, არამედ რუსეთი, ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან "ფეესბე" და "კაკებე", ამიტომ, ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, გადმობარდეს. პრეზიდენტი ამის ავანგარდშია, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს არჩევნების შემდეგ, როდესაც უკვე იქნება ხალხის მანდატი, როგორც წერია ქართულ ქარტიაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.