ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, 100%-იან გარანტიას გაძლევთ. ვფიქრობ, შეგვიძლია, 80%-ით ვიმსჯელოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 41-ს არ შემოხაზავს, - ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ გუშინ, 7 ოქტომბერს, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდნენ.
„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი უკვე ემიჯნება ირაკლი კობახიძეს. მათ გუნდში სერიოზული პრობლემა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ჩხუბზე აღარაფერს ვიტყვი. ფაქტობრივად, ეს ამ პოლიტიკური ძალის ჩამოშლაა. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას მხარი დაუჭიროს - ხალხო, უბრალოდ შეხედეთ: მე მგონი, ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს და თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ. მართლა ვამბობ. ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, 100%-იან გარანტიას გაძლევთ. ვფიქრობ, შეგვიძლია, 80%-ით ვიმსჯელოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 41-ს არ შემოხაზავს“, - განაცხადა ვაშაძემ.