სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, ვიდრე ის პრემიერ-მინისტრია, ბრატისლავა არასოდეს დათანხმდება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
„უზრუნველვყოფ, რომ დეპუტატები, რომლებზედაც მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა მან 6 ოქტომბერს.
ფიცოს თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისი ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დაედება საფუძვლად.
ფიცოს თქმით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას "დასავლეთი უჭერს მხარს", რათა "რუსები დააჩოქონ".
მან ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, ჩასვლას გეგმავს.
„გთხოვთ, ნუ ვიტანჯებით ამ რუსოფობიით, მაშინვე, როცა დადებითად ვსაუბრობთ წითელ არმიაზე ან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, ავტომატურად ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ პუტინის აგენტები“, - დასძინა სლოვაკეთმა.