"ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.
გუშინ, ნოდარ მელაძის შაბათში, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25 პროცენტს არ სცდება, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა.
"ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, ამიტომ ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.