დღეს ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელიც არის ბუტაფორია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკური ცენტრი პარლამენტში უნდა გადავიდეს.
"პოლიტიკური ცენტრი გადავა პარლამენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელიც არის ბუტაფორია, არაფერი არ ხდება, პარლამენტი არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც თითს აჭერენ და მეტი არაფერი. იქიდან არ მოდის არც კონტროლი, არც შეცვლა რომელიმე მიმართულების, არც რამე განსხვავებული აზრი, ყველაფერი არის ერთი ადამიანი და ერთი ჯარი", - განაცხადა პრეზიდენტმა.