დარწმუნებული ვარ, აშშ-ში არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის თქმით, მისი ეჭვების მთავარი მიზეზია დონალდ ტრამპის „პროვოკაციული“ განცხადებები, რომელიც კვლავაც აგრძელებს 2020 წლის არჩევნების შედეგების უარყოფას.
ბაიდენის განცხადებით, „ის, რასაც ტრამპი ამბობს, რომ არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს, ძალიან საშიშია“.
ამასთან, ჯო ბაიდენმა გაიხსნება რესპუბლიკური პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეი დი ვენსის განცხადება, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებში არ დაადასტურა, მიიღებს თუ არა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
დებატების დროს მოდერატორებმა ჰკითხეს ვენსს, შეეცდებოდა თუ არა არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ამ წელს, თუნდაც ყველა გუბერნატორს დაემტკიცებინა შედეგები. ვენსმა უპასუხა, რომ იგი „მომავალზეა ორიენტირებული“ და დასძინა: „ტრამპმა თქვა, რომ 2020 წელს პრობლემები იყო.