გავრცელდა ხმები ჩეჩენი მებრძოლების ერთ-ერთი ლიდერის დოკუ უმაროვის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩეჩნეთის მთიან ადგილებში ოპერატიული გზით დაფიქსირებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დოკუ უმაროვის შესაძლო გარდაცვალების განხილვის ფაქტები. ჯერ-ჯერობით ძნელია თქვა რამდენად შეესაბამება ეს განხილვები სინამდვილეს. თუმცა მათი უყურადღებოდ დატოვებაც ალოგიკური იქნებოდა", _ აცხადებს წყარო და დასძენს, რომ ამჟამად ჩეჩნეთის ხელისუფლება ცდილობს გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და გაიგოს არის თუ არა ყოველივე თავად დოკუ უმაროვის გარემოცვის პროვოცირებული ყურადღების გადასატანად თუ ამ საუბრებს რეალური საფუძველი აქვთ.
ამასთან ერთად, წყარო მოარული ხმების უარყოფას დოკუ უმაროვის შესაძლო გარდაცვალების შესახებ არასწორად მიიჩნევს და აცხადებს: _ "დოკუ უმაროვის ავადმყოფობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ხოლო უკვდავი ადამიანები კი არ არსებობენ".
"სრულიად შესაძლებელია, რომ მთაში არსებულმა ყინვებმა გაართულეს უმაროვის ავადმყოფობა რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. თუმცა სიკვდილი შესაძლოა შიდა კონფლიქტის შედეგიც იყოს.", _ აცხადებს წყარო.
მასალის გამოყენების პირობები