აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას ამბობს, რომ ის “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.
„პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“ - ამბობს რობინ დანიგანი “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.