არაა გასაკვირი, რომ ეს სანქციები, პირველ ეტაპზე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ივანიშვილის შვილებზე აისახა, ხოლო თუ ის შეეცდება არჩევნების გაყალბებას, სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ პირველ რიგში, ამერიკის კანონმდებლობის ერთი კონკრეტული საკანონმდებლო აქტი, რომელსაც "მაგნიტსკის აქტი" ჰქვია, იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც ებრძვიან ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ფეხქვეშ თელავენ. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი რეჟიმი გვყავს და სწორედ ასეთი მმართველი გვყავს ჩვენ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის სახით, ამიტომ მას ნუ გაუკვირდება, რომ პროპორციული რეაქციაა დასავლეთის მხრიდან და შეერთებული შტატებისგან . მე აბსოლუტურად არ მიკვირს, რომ ეს მის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებზე აისახა პირველ ეტაპზე, ხოლო თუ ის შეეცდება არჩევნების გაყალბებას მანიპულაციით, ციფრების გადასწორებით, ოქმების გადაწერით და სხვა გზებით, მაშინ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება სანქციების რეჟიმი და სამწუხარო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის. ჩვენ არ გვინდა, გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებულია დასავლეთთან, იმიტომ რომ დასავლეთთან ინტეგრაცია, ებრატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს ისტორიული მიზანი, შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში და ეს ამოცანა აუცილებლად უნდა შეასრულს ქართველმა ხალხმა და გყავდეს ერთდროულად ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებულია დასავლეთთან და, პრაქტიკულად, ბარიერად გადაეღობა ქართველი ხალხის ამ ისტორიულ მიზანს, ეს რეალოობა ჩვენ შეგვიძლია 26 ოქტომბერს შევცვალოთ და სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "დროებამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.