ხვალ, 16 იანვარს, "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე სამეგრელოს რეგიონს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" „ქართული პარტიიდან" აცნობეს, პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ერთად, ლევან გაჩეჩილაძეს შეხვედრები ექნება რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში.
ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდება მოსახლეობას და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.
ლევან გაჩეჩილაძე რეგიონში ერთი კვირა დარჩება.