აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის წინააღმდეგია. იუწყება CNN
ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, ირანს პასუხი გასცეს 1-ელ ოქტომბერს ისრაელის დაბომბვის გამო, თუმცა აღნიშნა, რომ პასუხი უნდა იყოს პროპორციული.
ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის ესაუბრა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ირანის თავდასხმას პროპორციულად უნდა უპასუხოს.
„ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას. ჩვენ ისრაელელებთან ერთად განვიხილავთ, რა შეიძლება გააკეთონ, მაგრამ დიდი შვიდეულის ყველა სახელმწიფო თანხმდება, რომ მათ აქვთ საპასუხო ქმედების უფლება, თუმცა, ეს უნდა იყოს პროპორციული" – თქვა ბაიდენმა.