გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა ირანს და “ჰეზბოლას” დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელზე და გააფრთხილა, რომ ირანი საფრთხეს ქმნის მთელ რეგიონი ცეცხლში გახვიოს.
"ირანი რისკავს მთელი რეგიონი ცეცხლის ალში გახვიოს - ეს უნდა აღიკვეთოს ნებისმიერ ფასად. ჰეზბოლამ და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ თავდასხმები ისრაელზე," - განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან 200-მდე რაკეტა იქნა გასროლილი, რომელთა უმეტესი ნაწილი გაანეიტრალეს.
დასავლეთ სანაპიროზე დაბომბვისას ერთი პალესტინელი დაიღუპა, ასევე დაზიანდა სკოლა ცენტრალურ ისრაელში და რესტორანი თელ ავივში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის თავდასხმას "დიდი შეცდომა" უწოდა და პირობა დადო, რომ ირანი ამის საფასურს გადაიხდის.