ჩვენ აღვადგენთ მჭიდრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებს და თანამშრომლობა გვექნება, როგორც აშშ-თან, ისე ევროპის კავშირთან, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ საქართველო კიდევ გახდება მიმზიდველი საგარეო ინვესტიციებისთვის, - ამის ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განხადებით, მოქალაქეები, რომელიც ქვეყნიდან გავიდნენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, დაბრუნდნენ საქართველოში.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მომავალი მთავრობა „ერთიანობის“ ხელისუფლება პირველ რიგში გაატარებს ფუნდამენტურ და ყოვლისმომცველ რეფორმას მართლმსაჯულების სფეროში , რომლის შედეგადაც სასამართლო ჩვენს ქვეყანაში იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ის იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური , მას ექნება ნდობა, როგორც ბიზნესმენების და მეწარმეების , ასევე საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა , ძალიან სწრაფად აღვადგენთ, გავაუმჯობესებთ და ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირები და თანამშრომლობა გვექნება დასავლეთთან, როგორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპის კავშირთან, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ, ხელახლა გახდება მიმზიდველი საგარეო ინვესტიციებისთვის, მათ შორის ინვესტიციებისთვის მაღალტექნოლოგიურ სფეროში, რაც საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს, მეტად პროდუქტიულს. ამის შედეგად ჩვენს ქვეყანაში შემოსავლების ზრდა იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან მკაფიო. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვარაუდით, საშუალო ხელფასი იქნება 3500 ლარი, მინიმალური თვიური შემოსავალი 1500 ლარის ოდენობით იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ 800 000 ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ქვეყნიდან გავიდა, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველო დატოვა , მათ ჰქონდეთ მოტივაცია, მათ ჰქონდეთ ინტერესი, რომ დაბრუნდნენ საქართველოში , ჩამოიტანონ თავიანთი ცოდნა, თავიანთი გამოცდილება, ბევრ მათგანს იგივე მიხეილ სააკაშვილის 1 მილიარდ ევროიანი ფონდი დაეხმარება იმაში, რომ ხელახლა გაერთიანდეს ქართული ოჯახები , შექმნან აქ მცირე საწარმოები, დასაქმდნენ საქართველოში, იმიტომ რომ ქვეყანა იქნება ყველასთვის მიმზიდველი , არამხოლოდ საგარეო ინვესტიციებისთვის, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალური სფერო, იმიტომ, რომ ის სოციალური დახმარება და შემწეობა, რაც გაიცემა ქალაქებში, რეგიონებში, რაც გაიცემა დევნილებისთვის, ეს არის ძალიან მცირე თანხა, მითუმეტეს იმ ინფლაციის და ფასების ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ამიტომ ჩვენი შეთავაზება არის, რომ მინიმუმ 300 ლარიანი საბაზისო დახმარება იყოს თითოეულ ოჯახზე, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და ასევე დევნილებზე , რაც განაპირობებს მათ დაინტერესებას, რომ ასევე სამუშაო ძალით ჩაერთონ ეკონომიკაში, მიუხედავად იმისა, მათ ექნებათ თუ არა სამუშაო ადგილი და შემოსავალი, ეს 300 ლარიანი დახმარება არ გაუქმდება და აქედან გამომდინარე მათ ექნებათ მოტივაცია , რომ ასევე ეძებონ სამუშაო ადგილები, დასაქმდნენ იმ პირობებში, რაც საქართველოში შემოვა ინვესტიციები და კიდევ ერთხელ გახდება საქართველო საინტერესო ინვესტიციებისთვის, ბიზნესისთვის , კომერციისთვის, ვაჭრობისთვის, ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი და რა თქმა უნდა, ასეთი სამუშაო ადგილების მოძიება და პოვნა რთული აღარ იქნება.“ - განაცხადა ,,პეტრე ცისკარიშვილმა.