UFC-ის ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებასა და საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს.
"ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილია თოფურიასაც გადმოგვცემს მილიონ ლარს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა, რათა საქართველოში MMA განვითარდეს.
მადლობა სახელმწიფოს და ამ საჩუქარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, იმისათვის რომ მეტი UFC ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, ჭიდაობაში, ჯიუჯიცუში და ა.შ." – განაცხადა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა.