უკრაინული მედიის ცნობით, სექტემბერში რუსმა ოკუპანტებმა კიევზე ავიაერიში უკვე მეოთხედ მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა კიევზე თავდასხმისას „შაჰედის“ ტიპის დრონები გამოიყენეს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ღამით მტრის დრონები სხვადასხვა მიმართულებით ტალღებად მოდიოდნენ.
„დედაქალაქში საჰაერო განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ყველა რუსული მოიერიშე დრონი, რომელიც ემუქრებოდა კიევს, განეიტრალდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცახდებაში.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა.