თბილისში მიწიქვეშა გადასვლელში რუსი ტურისტი ჩავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს და წერს, რომ ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ქალი ერთმანეთს ტელეფონით ვიდეოებს უღებს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მიწიქვეშა გადასასვლელში ვარდება.
შემთხვევა რესპუბლიკის მოედანზე მოხდა. მოსკოველი ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოახეხრდა. ტრაგედიის ამსახველი კადრები ფეისბუქშიც ვრცელდება.