თბილისის მერიამ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში განაცხადების მიღების ვადა დასრულდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად 5 ლოტზე მიღებულია 8 განაცხადი.
საკონკურსო კომისია განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და გამარჯვებულს 2011 წლის პირველი თებერვლამდე გამოავლენს.
ტრანსპორტის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები შედიან.
კონკურსი 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მსურველებს საბუთების წარსადგენად 40 დღიანი ვადა მიეცათ.