ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. ლიდერებმა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციასა და ეკონომიკურ საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში და მადლობა გადაუხადა მამაც ქართველებს, რომლებიც რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად იბრძვიან. მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.
შეხვედრისას, ორი ქვეყნის ლიდერები შემდგომი გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შესახებაც შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საქართველოს პირველი პირის მიერ დაყენებულ ყველა კონკრეტულ საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგების მოხსენება დაავალა.
ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თეთრი სახლის ინიციატივით გაიმართა და 25 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.