ვაზი და აღა-მაჰმად-ხანი როგორ დააკავშირა? ისტორიის გადაწერასაც ცოდნა უნდა, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია თელავში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შესახებ წერს.
"კრწანისის ბრძოლა ამას კახეთში ეგონა, ხომ? ან ვაზი და აღა-მაჰმად-ხანი როგორ დააკავშირა? ისტორიის გადაწერასაც ცოდნა უნდა, ჯერ ნამდვილის, ოღონდ. ჰო, ისე, ერეკლე მეფეს რუსებმა რომ უღალატეს და გეორგიევსკის ტრაქტატით მფარველობის ნაცვლად მტერს მარტო შეატოვეს ეგეც გვახსოვს, ბატონი ბიძინი". - წერს აქუბარდია.
თელავში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ივანიშვილმა განაცხადა: "შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა... აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო "ნაციონალური მოძრაობა" მოევლინებოდა". - თქვა ივანიშვილმა გამოსვლისას.