“რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული "რუსული კანონის" მხარდაჭერის მედროეშეობის ჩათვლით”, - ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას.
მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროდასავლური ხელისუფლება განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუკავშირებს:
“უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს! რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული "რუსული კანონის" მხარდაჭერის მედროეშეობის ჩათვლით. მასწავლებელთა მოტყუება, პოლიტიკური ნიშნით დირექტორების კონკურსის ჩატარება, საბჭოთა მეთოდით სკოლების მართვა, სასკოლო კვების პროგრამის 5 წლიანი ტყუილი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. მთავარი ისაა, რომ 26 ოქტომბრიდან პროდასავლური ხელისუფლება გადაიბარებს განათლების ბედს და ევროპული სტანდარტების ხარისხს შეთავაზებს ბაღს, სკოლას, პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა თუ მეცნიერებს.” - განაცხადა ტოხვაძემ