რუსეთის ძალები სუმის საავადმყოფოს დრონებით თავს ორჯერ დაესხნენ.
ორმაგ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
"სუმში რუსებმა ორჯერ დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას: ამ დროისთვის, 6 ადამიანი დაიღუპა," - განაცხადა კლიმენკომ.
მისივე თქმით, პირველი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული დაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო.
ევაკუაციის დროს, საავადმყოფოს ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია, დაშავდა კიდევ ერთი სამართალდამცავი.