აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის "სწრაფად დასრულდება".
"თუ არ {ამირჩევენ}, მაშინ ეს ომი არასოდროს დასრულდება და გადავა მესამე მსოფლიო ომის ფაზაში. ქალბატონი ჰარისი ვერასოდეს შეძლებს ომის დასრულებას და ვერც. არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ უფრო მეტი სიკვდილი და ნგრევა იქნება," - წერს ტრამპი.
ტრამპი არ განმარტავს ზუსტად როგორ სთავაზობს ომის დასრულებას, მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები შიშობენ, რომ ის აპირებს აიძულოს უკრაინა ტერიტორიული დათმობებისკენ ან კონფლიქტის გაყინვისკენ. კიევი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს წინადადებებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა აზრი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა, რომ „ბევრი რამ გაიგო, მაგრამ აზრი არ შეოცვალა.
"პრეზიდენტ ზელენსკის და მე გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. და დასრულდეს სამართლიანად. ვფიქრობ, ეს მოხდება საჭირო დროს", - დასძინა მან.