უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
მაშველები აგრძელებენ ნანგრევებში კიდევ ერრთ ადამიანს ეძებენ.
საქალაქო თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ვილკული Telegram-ზე წერს.
მისი თქმით, ორშაბათს, 30 სექტემბერს, კრივი რიჰში გლოვის დღე გამოცხადდება დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო.
ვილკულმა აღნიშნა, რომ დღეს დილით, 27 სექტემბერს, მტერმა განახორციელა მორიგი ტერორისტული თავდასხმა ქალაქზე. ბალისტიკური დარტყმა მოხდა პოლიციის განყოფილების შენობაზე.
„უკვე ცნობილია, რომ დაღუპულია სამი ადამიანი - ორი ქალი და ერთი კაცი, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ადამიანი იყოს“, - წერს ვილკული.